ახალი ამბები

ბორის ჯონსონი რჩება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

7 ივნისი, 2022 • 1248
ბორის ჯონსონი რჩება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

დიდი ბრიტანეთის კონსერვატორულმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ეს ნიშნავს, რომ ჯონსონი რჩება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

პარტიის წევრებს შორის ფარული კენჭისყრის შედეგი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მას მხარი 211-მა წევრმა დაუჭირა, 148 წევრმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

დღევანდელი კენჭისყრა, რომელსაც „ფართიგეითისაც“ უწოდებენ, ცნობილ სკანდალს უკავშირდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს ბრიტანეთის მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის წევრების მონაწილეობით რეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებს ეხება.

ერთ-ერთი წვეულება, რომლის დროსაც ბორის ჯონსონს კოვიდრეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ

უფრო ვრცლად, კენჭისყრის წამოწყების შესახებ წაიკითხეთ:

UK-ში ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მისი თანაპარტიელები კენჭს უყრიან

მასალების გადაბეჭდვის წესი