ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ს სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ

31 მაისი, 2022 • 821
თსუ-ს სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ  ორ ქალაქში შეძლებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს, ფინალური გამოცდები კი თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში – ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.    

თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით, თსუ-ის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა – ქუთაისი და ახალციხე, რათა  გაუმარტივდეს სტუდენტს გამოცდაზე გამოცხადება.

„ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის  განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი დღეს სრულდება. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის  ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა.“     

ისი თქმით, სასწავლო პროცესი თსუ-ში  მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის  როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო სწავლება.

თსუ-ში 24 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. ამ ეტაპზე თსუ-ში სასწავლო პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი