ახალი ამბები

ქმედებები უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს, ვიდრე განცხადებები – კასიანოვი

30 მაისი, 2022 • 887
ქმედებები უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს, ვიდრე განცხადებები – კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი “დამაიმედებელს” და “პოზიტიურს” უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ გახდება შავი ხვრელი სანქციების გვერდის ასავლელად.

თუმცა ამბობს, რომ განცხადებები გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებებით.

“ჩვენი მოსაზრებით, ეს უნდა იყოს გაძლიერებული კონკრეტული ზომებით და პარტნიორებთან სრულად თანამშრომლობით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქმედებები უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს, ვიდრე სიტყვები”, – განაცხადა კასიანოვმა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის („სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“) ორგანიზებულ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ქვეყანა არ მისცემს არცერთ კომპანიას ან კერძო პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან არიდებისთვის.

სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი