საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მოსახლეობას კიევის დღეს ულოცავს. ამის შესახებ განცხადება მან ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„გილოცავთ კიევის დღეს. ულამაზესი, 1540 წლის ევროპული ქალაქი ისეთივე ნათელი და გმირული მომავლით, როგორიც მისი წარსულია. ვულოცავ კიევის ხალხს, ვისი გამძლეობაც საუკუნეების განმავლობაში იმედსა და მაგალითს გვაძლევს,“ – წერს ზურაბიშვილი.