ახალი ამბები

გახარიას აზრით, გვარამიას საქმე პოლიტიკურია, მაგრამ ევროინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის

25 მაისი, 2022 • 682
გახარიას აზრით, გვარამიას საქმე პოლიტიკურია, მაგრამ ევროინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას აზრით, ნიკა გვარამიას საქმე ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის.

„მე მინდა და ვფიქრობ, ქვეყნის ევროინტეგრაციას ეს საქმე ხელს ვერ შეუშლის და არც უნდა შეუშალოს. ჩემთვის ნათელია, რომ ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს წლებია. ეს შედეგი შეიძლება, დამდგარიყო ან ერთი კვირით ადრე, ან ერთი კვირით გვიან თუ სამი თვის შემდეგ. გასაგებია, რომ მომენტუმი სპეციალურად ამოარჩიეს. მეორე — ამ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს რამდენიმე ოფცია, ბევრად უფრო მსუბუქიც, რომელიც არ შეუშლიდა ხელს, — იმ შემთხვევაშიც როცა ნიკა გვარამია დამნაშავეა — რომ სასჯელი აღსრულებულიყო, მაგრამ პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინა. თვითონ მეთოდი, როგორც გაკეთდა, სულ რომ ასპროცენტიანი იყოს განაჩენი, აშკარად აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო”, — განაცხადა გახარიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

“ოცნება” აპელირებს მილიონებზე, რომელთა გამოც გვარამია არ დაუპატიმრებიათ

მასალების გადაბეჭდვის წესი