ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ს სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაში სასწავლო და პრაქტიკულ კურსს  გაივლიან

25 მაისი, 2022 • 559
თსუ-ს სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაში სასწავლო და პრაქტიკულ კურსს  გაივლიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ერთერთ წამყვან კომპანიალაბ“-ში სასწავლო და პრაქტიკულ მოსამზადებელ კურსს  გაივლიან. ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ..ლაბ“-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ანა კაჭიურმა მოაწერეს ხელი.

  კომპანიალაბ“-  20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის, მათ შორის: Microsoft, Cisco, DELL , HPE, NetApp, VMware, Fortinet, Lenovo, HP Inc. და სხვა საერთაშორისო კორპორაციების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში თსუ სტუდენტები მონაწილეობა მიიღებენ კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ტექნოლოგიების სფეროს პოულარიზაციაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ძალიან დიდი რაოდენობით პროფესიონალი მზადდება. დარწმუნებულები ვართ,რომ როგორც კომპიუტერულ მეცნიერებებზე, ისე სხვა მიმართულებებითაც შევთავაზებთ სტუდენტებს ჩვენს პოტენციურ დამსაქმებლებს. სტუდენტებს  ექნებათ საშუალება სტაჟირება გაიარონ და შემდგომ ჰქონდეთ დასაქმების პერსპექტივა,”- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. 

კომპანიის აღმასრულებები დირექტორი ანა კაჭიურის თქმითმემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თსუ სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით გამტკიცება

ჩვენ გვინდა,რომ ის თეორია, რომელსაც მშვენივრად აწვდის თსუ სტუდენტებს, გავამყაროთ კიდევ უფრო მეტად პრაქტიკითა და ჩვენი ცოდნით. ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და ასევე IT ბაზრისთვის. დღეს ტექნოლოგიები არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი, არსებობს უამრავი სხვადასხვა პროფესია,რომელიც საკმაოდ საინტერესო და მაღალანაზღაურებადია. ასე რომ გვინდა მივიქციოთ სტუდენტების ყურადღება და დავეხმაროთ მათ, გავაცნოთ რეალური პრაქტიკა,“- აღნიშნა ანა კაჭიურმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკული მომზადების გარდა, ჩაერთვებიან საერთო ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგების, საჯარო ლექციების ორგანიზებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი