აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტის შენობასთანაც მივიდნენ, სადაც ასევე დახვდათ პოლიციის კორდონი.
მანამდე აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელები გადაკეტეს.
სომხეთში გრძელდება ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციები, რომელიც პირველ მაისს დაწყო. ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციები მას შემდეგ დააანონსა, როდესაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან მოითხოვს თამასის დაწევას ყარაბაღის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მტკიცებით, ფაშინიანის მთავრობა გეგმავს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს და, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფაშინიანის გადაყენების გზით ხელისუფლების განზრახვას ხელი შეუშალონ.