ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ში პირველი სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი 9 სტუდენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა

24 მაისი, 2022 • 491
თსუ-ში პირველი სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი 9 სტუდენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა

პირველი სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 სტუდენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა.  ფორუმი „ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“    თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.  

ფორუმზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმა თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე , რომელმაც პროექტში  ოთხი რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის ძალიან საინტერესო პლატფორმა სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის;  ისინი შეხვდებიან დარგის გამორჩეულ მოღვაწეებს, ექნებათ მასტერკლასები და ორდღიან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებენ, ჩვენ ერთობლივად ვნახავთ სტუდენტების ნამუშევრებს და  შევაფასებთ მათ,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა სურაძე იმედს გამოთქვამს,რომ სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციად იქცევა და მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ადამიანებს მხოლოდ ონლაინ ურთიერთობები გვქონდა, გავხდით ასოციალურები, ამიტომ ძალიან სასარგებლოა სტუდენტებისთვის დღეს  ამ ფორუმში მონაწილეობა, სხვა სტუდენტების ნამუშევრების გაცნობა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრება, კომუნიკაცია და მეგობრობა. იმედი გვაქვს,რომ ისინი მეგობრობას მომავალშიც გააგრძელებენ,“- განაცხადა მანანა სურაძემ. 

სტუდენტურ ფილმებს შორის ფორუმზე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებული ფილმებიც იყო წარმოდგენილი.  

„ეს არის სურათი იმისა,თუ რა ხდება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მნიშვნელოვანია,რომ დღეს პირველი ნაბიჯები იდგმება ჩვენი სტუდენტების შემოქმედებით ცხოვრებაში, მათთვის იხსნება ახალი პლატფორმა, სადაც ისინი აუდიტორიის, პროფესიონალების, კოლეგების წინაშე წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს. მნიშვნელოვანია ჩვენ ვანახოთ სტუდენტებს,თუ რას აკეთებენ რეგიონალური უნივერსიტეტები, ასევე საინტერესო იქნება გამოცდილების გაზიარება, საერთო პროექტების დაგეგმვა, ჩვენი გეგმები არის ძაილან დიდი და დარმწუნებულები ვართ,რომ მათ განხორციელებას შევძლებთ,“ – აღნიშნა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა,  ნათია რაჭველიშვილმა.  

ფორუმი 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ორი დღის განმავლობაში  ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და დაინტერესებულ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ინტერაქტიურ რეჟიმში გაუზიარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები:

თამარ გაბრიჩიძე – რეჟისორი, პროდიუსერიმის ფილმებს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ერთერთი მთავარი პრიზი სანდენსის ფესტივალზე. მისი ფილმისოვდაგარიარის პირველი ქართული დოკუმენტური კინო, რომლის მსოფლიო დისტრიბუციის უფლება კომპანია ნეთფლიქსმა შეიძინა;

კოტე ჯანდიერი – მწერალი, სცენარისტი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების სტუდიის დირექტორი, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი;

სანდრო გაბილაია – აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი. Metro Production-ის დამფუძნებელი, JWT Metro- აღმასრულებელი პროდიუსერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟიურის წევრი. მრავალ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ფილმებისა და სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდიუსერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი