ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ში სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი – „ ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ გაიმართება

23 მაისი, 2022 • 608
თსუ-ში სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი  – „ ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ გაიმართება

23 მაისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კინოტელე ფორუმის – „ ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება ფარგლებში თსუ-ის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა-ჩვენება გაიმართება.  

ფორუმი 23-24 მაისს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი პროექტის ფარგლებში შედგება. 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და დაინტერესებულ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ინტერაქტიურ რეჟიმში გაუზიარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები: თამარ გაბრიჩიძე – რეჟისორი, პროდიუსერი. მის ფილმებს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ერთერთი მთავარი პრიზი სანდენსის ფესტივალზე.

მისი ფილმი სოვდაგარი არის პირველი ქართული დოკუმენტური კინო, რომლის მსოფლიო დისტრიბუციის უფლება კომპანია ნეთფლიქსმა შეიძინა;  კოტე ჯანდიერი – მწერალი, სცენარისტი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების სტუდიის დირექტორი, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი; სანდრო გაბილაია – აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი. Metro Production-ის დამფუძნებელი, JWT Metro- აღმასრულებელი პროდიუსერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟიურის წევრი. მრავალ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ფილმებისა და სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდიუსერი.

ფორუმის დასასრულს, მოეწყობა მრგვალი მაგიდა სამომავლო თანამშრომლობის, გეგმებისა და მიზნების დასახვის თაობაზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი