ახალი ამბები

ბორჯომში “ბოლო ზარის” შემდეგ ავარიას ერთი მოსწავლე ემსხვერპლა, სამი მგზავრი დაშავდა

20 მაისი, 2022 • 1930
ბორჯომში “ბოლო ზარის” შემდეგ ავარიას ერთი მოსწავლე ემსხვერპლა, სამი მგზავრი დაშავდა

ბორჯომში “ბოლო ზარის” შემდეგ მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მგზავრი კი დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი