ახალი ამბები

ლგბტქი თემის შეკრების უფლება მნიშვნელოვანია — სახელმწიფო დეპარტამენტი

18 მაისი, 2022 • 1017
ლგბტქი თემის შეკრების უფლება მნიშვნელოვანია — სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, ლგბტქი თემებს მთელს მსოფლიოში აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

ამის შესახებ პრაისმა საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობისა და იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, ისინი ვერ სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით.

„ლგბტქი თემის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ რიტორიკული პოზიცია, ეს არის ჩვენი პოლიტიკა. 2021 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებდა შეერთებული შტატების, ჩვენი საგარეო საქმეთა დეპარტამენტებისა და სააგენტოების პოლიტიკას, დაიცვას და ხელი შეუწყოს ლგბტქი+ პირების უფლებებს მთელს მსოფლიოში“— აღნიშნა ნედ პრაისმა და დასძინა, რომ შტატები აღნიშნულს რამდენიმე გზით აკეთებს, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი უმცირესობისა და და ასევე, მარგინალიზებული თემის უფლებები საყოველთაოდ უნდა იყოს დაცული.

„და რა თქმა უნდა, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლების უფლება – ორი მნიშვნელოვანი უფლებაა“, — განაცხადა ნედ პრაისმა.

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საჩვიდმეტმაისო განცხადებას ავრცელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი