ახალი ამბები

ქვიარ აქტივიზმის გამოწვევები — WISG

17 მაისი, 2022 • 803
ქვიარ აქტივიზმის გამოწვევები — WISG

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ქალთა ინიციატივის ჯგუფმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე პრობლემატური საკითხი შეაჯამა, მათ შორის, საქართველოში ქვიარ აქტივიზმის აღქმა და მასთან დაკავშირებული მიდგომები, დასაქმება, ჯანდაცვა, უსახლკარობა, პოლიტიკური მანიპულირება და სხვა.

“ქალთა ინიციატივის ჯგუფის” წარმომადგენელი, ნატალია მჭედლიშვილი განმარტავს, რომ საქართველოში ყველაზე “ხილვადი აქტორები” რეალურ პრობლემებს არ აღიარებენ და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად საზოგადოების გულწრფელ წუხილებს იყენებენ:

“განსაკუთრებული დაკვირვების და სპეციალური ექსპერტიზის გარეშე ნათელია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსში მთავარი და ყველაზე ხილვადი აქტორების ქმედება ხშირად არ შეესაბამება მათ დეკლარირებულ ღირებულებებს. ეს პრაქტიკა თავის მხრივ დიდ სივრცეს აჩენს სპეკულაციისთვის. მაგალითად შეიძლება გველაპარაკებოდნენ უმრავლესობის წუხილებზე და გასაჭირზე და არ გვთავაზობდნენ, ან გვთავაზობდნენ ისეთ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც ამ გასაჭირის საფუძვლებს უგულებელყოფს”, – ამბობს ნატალია მჭედლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი