ახალი ამბები

“დეზინფორმაციაა, რაც დაბნეულობას ქმნის” – დეგნანი კრედიტ სუისის საქმეში აშშ-ის მონაწილეობაზე

11 მაისი, 2022 • 1197
“დეზინფორმაციაა, რაც დაბნეულობას ქმნის” – დეგნანი კრედიტ სუისის საქმეში აშშ-ის მონაწილეობაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ბიძინა ივანიშვილის გადარიცხვებს აშშ-სთან კოორდინაციით უფერხებს. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 11 მაისს, განაცხადა.

დეგნანის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები საზოგადოების დაყოფასა და დაბნეულობას ემსახურება.

„Credit Suisse-თან დაკავშირებულ კითხვებზე სჯობს Credit Suisse-ს მიმართოთ. როგორც თქვით, ეს არის კერძო ბანკი და მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება Credit Suisse-ში. მიმაჩნია, რომ ეს კომენტარები ძალიან დამაბნეველი იყო. მე ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვთ და ნათქვამია ისე, რომ დაბნეულობას იწვევს საზოგადოებაში, ძალიან არასასარგებლოა. ეს ისეთი დეზინფორმაციაა, რაც დაბნეულობას ქმნის და საბოლოოდ საზოგადოებას ყოფს. ახლა არის დრო, როცა საქართველოს ერთიანობა სჭირდება და არა დაყოფა. ახლა არის ერთიანობის დრო. მე მართლა დაბნეული ვიყავი ამ კომენტარების გამო. ამიტომ, მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ეს თქვენთვის განვმარტო“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს პოლიტიკური მოტივით ფინანსური ოპერაციების შეფერხებაში ადანაშაულებს და განმეორებით უჩივის. მმართველ პარტიაში კი არ გამორიცხეს, რომ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

ხათუნა ხოფერიამზაზა შათირიშვილმალევან ნიკოლეიშვილმა და დავით ქართველიშვილმა, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ანალიტიკოსებად პოზიციონირებენ, გაავრცელეს აზრი, თითქოს გარკვეულ ძალებს სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა ამ „პროექტის“ ნაწილია. მათი განცხადებები აქტიურად გააშუქა პროსამთავრობო მედიამ. ამასთან, ხათუნა ხოფერიამ და ზაზა შათირიშვილმა აღნიშნულში ღიად დაადანაშაულეს ამერიკის შეერთებული შტატები. მმართველ გუნდში ხათუნა ხოფერიას შეკითხვებს “ლეგიტიმური” უწოდეს, თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში მმართველი გუნდის წევრებმა სტრატეგიული პარტნიორის დადანაშაულება უარყვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი