ახალი ამბები

ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის მხარდამჭერ ლენდ-ლიზის კანონს

9 მაისი, 2022 • 1091
ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის მხარდამჭერ ლენდ-ლიზის კანონს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „ლენდ-ლიზის“ კანონს. ეს კანონი პრეზიდენტ ბაიდენს გაუმარტივებს უკრაინაში იარაღისა და სხვა მარაგების გაგზავნას.

მანამდე, 7 მაისს, აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო უკრაინის დახმარების პროგრამა, რომელიც „ლენდ-ლიზის“ (Lend-Lease) სახელითაა ცნობილი. მსგავსი პროგრამა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ფორმალურად, Lend-Lease გულისხმობს ხანგრძლივი ვადით, ლიზინგის საფუძველზე დახმარების გაწევას, მაგრამ რეალურად, აღნიშნულს საჩუქრის ფორმა აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს 1941 წელს სამხედრო ტექნიკა 99-წლიანი ლიზინგით გადასცეს, რადგან იმ მომენტისთვის ომში მყოფ ქვეყანას მის შესაძენად საკმარისი რესურსები არ ჰქონდა. აშშ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოკავშირეებს 1945 წლამდე ეხმარებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი