ახალი ამბები

EU მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს

6 მაისი, 2022 • 925
EU მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს.

როგორც ევროკომისია აცხადებს, მოლდოვისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა ქვეყნის გრძელვადიან მედეგობას, აღდგენასა და რეფორმებს ემსახურება, რომელიც გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში და ევროკავშირ-მოლდოვის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ მოლდოვისთვის ბოლო ორი წელი ძალიან რთული იყო, COVID-19-ის პანდემიის და  გაზის კრიზისის გათვალისწინებით, რასაც ახლა დაემატა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენა.

„მოლდოველი ხალხის რეაქცია ლტოლვილთა კრიზისზე სამაგალითო იყო. ევროკავშირმა სწრაფად მოახდინა მხარდაჭერის მობილიზება, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ მოლდოვის გრძელვადიანი აღდგენა და გავზარდოთ მისი მედეგობა“, – განაცხადა ვარჰეიმ.


გუშინე, 5 მაისს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირისა და მოლდოვის თანამშრომლობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამბობს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა საკვანძო რეფორმების მიღებისას.

რეზოლუციის ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით მოლდოვაში ომის დაწყების დღიდან — მათგან თითქმის 100 000 მოლდოვაში რჩება; ასევე, ვაჭრობის შემცირებით და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს მოლდოვას, რაც ითვალისწინებს ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით.

მიანიჭეთ მოლდოვას EU-ს კანდიდატის სტატუსი — ევროპარლამენტის რეზოლუცია

მასალების გადაბეჭდვის წესი