ახალი ამბები

მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ აზოვსტალთან კავშირი დაიკარგა

4 მაისი, 2022 • 1749
მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ აზოვსტალთან კავშირი დაიკარგა

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დაკარგეს კონტაქტი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებთან.

ინფორმაიცას CNN ავრცელებს.

„სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს კავშირი ბიჭებთან. კავშირი აღარაა იმის გასაგებად, ისინი უსაფრთხოდ არიან თუ არა. გუშინ იყო ამგვარი კავშირი, მაგრამ დღეს აღარ“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქარხნის ტერიტორიაზე ახალი შეტევა წამოიწყეს.

ისინი იყენებენ ავიაციას, არტილერიასა და მძიმე ტექნიკას.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, წითელი ჯვრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხერხდა აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა, თუმა, უკრაინული მხარის თანახმად, ქარხანაში კვლავ რჩებიან ქალები და ბავშვები.

აზოვსტალი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი