ახალი ამბები

პოლონეთში, რუსეთის საკონსულოსთან, „გმირი მარიუპოლის სკვერი“ გახსნეს

2 ივლისი, 2022 • 1198
პოლონეთში, რუსეთის საკონსულოსთან, „გმირი მარიუპოლის სკვერი“ გახსნეს

პოლონეთში, ქალაქ გდანსკში, რუსეთის საკონსულოსთან მდებარე სკვერს „გმირი მარიუპოლის სკვერი“ დაარქვეს.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, სახელის დარქმევის ცერემონიაზე პოლონური ქალაქის ხელმძღვანელობამ მოაწყო რუსეთის ალყის დროს მარიუპოლში გადაღებული ფოტოების გამოფენა, რომელზეც აღბეჭდილნი არიან მარიუპოლის მოსახლეობა და ქალაქის მცველები.

გდანკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქში სკვერისთვის „გმირი მარიუპოლის“ სახელის დარქმევის მიზანია უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზება და ამ ქვეყნის სუვერენიტიტეტის დაცვა.

გდანსკში კდიევ ერთ სკვერს ჰვქია „თავისუფალი უკრაინის“ სკვერი.

რუსეთის არმიამ უკრაინული ქალაქი მარიუპოლი ალყაში მარტში მოაქცია და მას შემდეგ, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. მარიუპოლის მცველები 3 თვის განმავლობაში იყვნენ ქალაქში გამაგრებული. საბოლოოდ, რუსეთის არმიამ ქალაქის დროებით ოკუპირება შეძლო.

მთავარ ფოტოზე: გდანსკის მერი ალექსანდა დულკიევიჩი ხსნის „გმირი მარიუპოლის სკვერს“

მასალების გადაბეჭდვის წესი