ახალი ამბები

TAMADA სოლიდარობის ნიშნად თსუ-ს თვითმმართველობის კონცერტზე არ გამოვა

4 მაისი, 2022 • 1586
TAMADA სოლიდარობის ნიშნად თსუ-ს თვითმმართველობის კონცერტზე არ გამოვა

მუსიკოსმა TAMADA-მ, იგივე ლაშა ჩხაპელიამ, სოლიდარობის ნიშნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კონცერტი გააუქმა.

მუსიკოსმა დაწერა, რომ ღონისძიებით მხარი დაუჭირა სტუდენტების სამართლიან ბრძოლას. სტუდენტები უკვე 1 თვეა, რაც ითხოვენ, რომ სწავლა თსუ-ში ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდეს, რადგან რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები გაძვირებული ფასების გამო ბინებს ვერ ქირაობენ.

„უნივერსიტეტში მთავარი არის სტუდენტი! ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც უნივერსიტეტი იღებს, სტუდენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა იყოს ნაკარნახევი. იმ პირობებში, როცა უამრავი სტუდენტი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა თსუ-ს გადაწყვეტილების გამო, შეუძლებელი მგონია მათი თვითმმართველობის კონცერტზე დაკვრა, რომელიც 8 მაისს უნდა გაიმართოს, თამადის თაოსნობით. დაკავებულობის გამო, სამწუხაროდ, ახლა გავიგე ამ ვითარების შესახებ და ჩემი სრული მხარდაჭერა სტუდენტებს ამ სამართლიან ბრძოლაში!”, – დაწერა მუსიკოსმა.


სასწავლო-საგამოცდო პერიოდი თსუ-ს აუდიტორიებში 2 მაისს უნდა დაიწყოს და დასკვნითი ნაწილი 13 ივლისს უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სტუდენტებს თბილისში ნაქირავები ბინა დაახლოებით ორ თვე-ნახევარი დასჭირდებათ. ისინი აცხადებენ, რომ ამ მცირე პერიოდზე ბინას არავინ მიაქირავებს, შესაბამისად, გაორმაგებული და გასამმაგებული საფასურის გადახდის აუცილებლობა გაუგებარია.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

მასალების გადაბეჭდვის წესი