ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი შეიცვალა

3 მაისი, 2022 • 1402
რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი შეიცვალა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. უწყებაში აცხადებენ, რომ კლინიკის ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე საავადმყოფოს გუნდში რჩება და კლინიკაში გააგრძელებს საქმიანობას.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი, რომელიც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაშია, უწყების განცხადებით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს:

„ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, როგორც კლინიკის მმართველი გუნდი, მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და მომავალშიც განაგრძობს მათთან თანამშრომლობას“ ,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა, ამჟამად ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კლინიკა მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ასევე უზრუნველყოფს სხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებას.

რაც შეეხება კლინიკის ახალ დირექტორს, ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი