ახალი ამბები

სტუდენტებმა თსუ-სთან აქციის შემდეგ დროებით გზა გადაკეტეს

28 აპრილი, 2022 • 1359
სტუდენტებმა თსუ-სთან აქციის შემდეგ დროებით გზა გადაკეტეს

„სწავლა აუდიტორიაში, ძილი ქუჩაში“ – 28 აპრილს, საღამოს საათებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების რიგით მესამე აქცია გაიმართა სწავლის აუდიტორიებში გაგრძელების წინააღმდეგ.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართული აქციის შემდეგ, სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს ვარაზისხევსა და ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

მსვლელობისას სტუდენტები პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რადგან პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე, გადასვლის უფლება არ მისცა.

სტუდენტებმა მხოლოდ დროებით, მცირე ხნით გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.

სტუდენტები აცხადებენ, რომ 2 მაისს აუდიტორიებში სწავლის გაგრძელება სასწავლო პროცესს მიღმა დატოვებს სტუდენტებს, ან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დააყენებს მათს ოჯახებს, – რადგან ათასობით სტუდენტისთვის, რომელიც თბილისში არ ცხოვრობს, ბინის გაძვირებული ქირები ხელმისაწვდომი არ არის და ისინი ქუჩაში ვერ დარჩებიან.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი