ახალი ამბები

ნატო მადრიდის სამიტზე საქართველოზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს — კოლომინა

27 აპრილი, 2022 • 973
ნატო მადრიდის სამიტზე საქართველოზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს — კოლომინა

ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ქვეყნის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამის შესახებ მან დღეს, 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს.

ხავიერ კოლომინას თქმით, ნატოს საქართველოსთან შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა აქვს და საქართველოს განკარგულებაშია ალიანსის ყველა ინსტრუმენტი. ზოგიერთი ინსტრუმენტი კი, მისი თქმით, უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს.

„რა თქმა უნდა, შეხვედრების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრანაში, რომელმაც ფუნდემანტურად შეცვალა კონტექსტი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს დრამატული და ტექტონიკური ცვლილებებია ყველა ჩვენგანისთვის და ჩვენ გვჭირდება ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს. ამაზე ერთ-ერთი საპასუხო ქმედებაა მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, ვისაც შეიძლება ყველაზე მეტად შეეხოს საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს.

ჩვენ ახლა ვართ პროცესში, რაც მიგვიყვანს მადრიდის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება და ნატო მიიღებს გადაწყვეტილებებს, რათა გაიზარდოს მხარდაჭერა, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს საჭიროებებზე“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი