ახალი ამბები

რადგან ივანიშვილის დაბარება არ შეგვიძლია, ველოდებით მის პირად თანაშემწე ღარიბაშვილს – სამადაშვილი

26 აპრილი, 2022 • 948
რადგან ივანიშვილის დაბარება არ შეგვიძლია, ველოდებით მის პირად თანაშემწე ღარიბაშვილს – სამადაშვილი

„ლელო“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 26 აპრილს, განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა პასუხი უნდა გასცეს სანქციებსა და  25 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ კითხვებს.

სამადაშვილის თქმით, დღეს სანქციების შესრულება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთაა.

„ჩვენ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებში ახალი არაფერი არ მოვისმინეთ გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ქვეშევრდომი მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას და მას პრემიერ-მინისტრი ჰქვია. მაგრამ რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით, რომ ინტერპელაციის პროცედურით, საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში მობრძანდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება და მათ შორის, გუშინდელ ჩანაწერებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაფორმდება და ველოდებით ივანიშვილის პირად თანაშემწე ღარიბაშვილს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.
შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი