ახალი ამბები

ომი რომ დასრულდება, საზოგადოება არახამიაზე ცუდ რაღაცებს გაიგებს – კობახიძე

26 აპრილი, 2022 • 2193
ომი რომ დასრულდება, საზოგადოება არახამიაზე ცუდ რაღაცებს გაიგებს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ საზოგადოება დავით არახამიაზე „ცუდ რაღაცებს“ გაიგებს.

დავით არახამია არის უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე და რუსეთთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. კობახიძის თქმით, არახამია საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაშია, უკრაინაში კი – ხელისუფლებაში.

„როდესაც გავრცელდა „ფეიკი“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, იმავე დღეს, ზუსტად რამდენიმე საათში სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ „ფეიკს“. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი და ავთენტურია თუ არაავთენტური, არ ვიცით, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, აქაც იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – დავით არახამია არის საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს – ამ შემთხვევაში არახამიასა და თბილისს – ამ შემთხვევაშიც არახამიას შორის.

შესაბამისად, საზოგადეობამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა, უფრო სწორად, მე მგონია, ომი რომ დასრულდება, არახამიაზე კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადეობა ცუდ რაღაცებს. დღეს არ არის ამის დრო, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, არახამია კვლავაც მაღალ თანამდებობებს იკავებს უკრაინის ხელისუფლებაში. შესაბამისად, დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ამაში ღრმად შევიდეთ, მაგრამ ის, თუ ვინ არის დავით არახამია და რა კავშირი აქცს „ნაცმოძრაობასთან“,  ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უკვე მიიღო ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა დავით არახამია და მან ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილს დაუწესონ პერსონალური სანქციები.

მისი თქმით, “დღეს ივანიშვილი იქცა ქართველ იანუკოვიჩად”. არახამიას განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა.

დავით არახამია ევროკავშირს და აშშ-ს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს 

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი