ახალი ამბები

დავით არახამია ევროკავშირს და აშშ-ს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს 

25 აპრილი, 2022 • 1837
დავით არახამია ევროკავშირს და აშშ-ს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს 

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ევროკავშირს და აშშ-ს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს დაუწესონ პერსონალური სანქციები.

არახამია ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობა დადგენილი არ არის.

მისი თქმით, “დღეს ივანიშვილი იქცა ქართველ იანუკოვიჩად”.

“… მაშინ როცა ბევრი ქართველი იბრძოდა უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე და უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე.

მიზეზი კი მარტივია – ქვეყნის ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირი აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ახლახან გამოქვეყნებულმა აუდიოჩანაწერებმა”.

არახამიას განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა.

“პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს – არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარება”, – აცხადებს არახამია და ევროკავშირს და აშშ-ს ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს.

ეს განცხადება არახამიამ ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა.

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი