ახალი ამბები

რუსეთში, ბრიანსკის ნავთობსაცავში ხანძარია 

25 აპრილი, 2022 • 2058
რუსეთში, ბრიანსკის ნავთობსაცავში ხანძარია 

რუსეთში, ბრიანსკში მდებარე  ნავთობის საცავში ხანძარია. 

ამის შესახებ ინფრომაციას 25 აპრილს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS- ავრცელებს. 

“საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხანძარია. ასევე დადასტურებულია, რომ ეს არის საცავი. შემთხვევის ადგილზე ყველა სამსახური გავიდა”, – წერს TASS. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის აპრილში, როცა რუსეთში მდებარე ნავთობის საცავებში ხანძარი გაჩნდა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი