ახალი ამბები

პრეზიდენტი კვლავ საუბრობს მეგრულისა და სვანურის სწავლების საჭიროებაზე

14 აპრილი, 2022 •
პრეზიდენტი კვლავ საუბრობს მეგრულისა და სვანურის სწავლების საჭიროებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ გამოდის ინიციატივით მეგრული და სვანური ენების სკოლებში არჩევითად სწავლების ინიციატივით.

„ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი გასული წლის 14 აპრილსაც გამოვიდა იმავე ინიციატივით.

ქართველი ეთნოლოგებისა და ისტორიკოსების ნაწილი მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებს გაქრობის საფრთხე უდგათ.

ამ თემაზე გირჩევთ, წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი