ახალი ამბები

უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

14 აპრილი, 2022 • 784
უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის „გენოციდის“ წოდებისგან.

მაკრონს France 2-ის ეთერში ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა მსგავს ტერმინს, რაზეც უპასუხა, რომ „უფრო ფრთხილად იქნებოდა მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან, რადგან ეს ორი ხალხი (უკრაინელები და რუსები) ძმები არიან“.

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ირაკლი კობახის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასოს, საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი