აშშ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორ სრულწლოვან შვილს სანქციებს უწესებს.
სანქციები დაუწესდებათ ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლ-შვილსაც.
გარდა რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა, სანქციების ახალი პაკეტი შეეხებათ რუსეთის უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, მათ შორის Sberbank-ს და Alfa Bank-ს.
CNN-ის ინფორმაციით, სანქციები G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინირებული იქნება.