ახალი ამბები

ციხის თანამშრომელი სააკაშვილის ადვოკატს საქმეს ურჩევდა და ხელ-ფეხი მოუქნია – საგამოძიებო

4 აპრილი, 2022 • 1094
ციხის თანამშრომელი სააკაშვილის ადვოკატს საქმეს ურჩევდა და ხელ-ფეხი მოუქნია – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა მიხეილ საკააშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძეს „საქმე გაურჩია“ და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

საუბარია 2 მარტს მომხდარ შემთხვევაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაამეტებაშია ბრალდებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაა გათვალისწინებული.

„პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალოდეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო.

ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

მათივე განცხადებით, ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი