ახალი ამბები

უნგრეთის არჩევნებში ორბანის პარტია იმარჯვებს

4 აპრილი, 2022 • 1635
უნგრეთის არჩევნებში ორბანის პარტია იმარჯვებს

ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა.

გარდიანის ცნობით, ორბანმა მხარდამჭერებს 10-წუთიანი სიტყვით მიმართა. “ჩვენი გამარჯვება ისეთი დიდია, რომ მისი დანახვა მთვარიდანაც კი შეიძლება, ბრიუსელიდან – მით უმეტეს’, – განაცხადა ორბანმა.

პოლიტიკოს ცნობით, დათვლილია ხმების 71 პროცენტი და ორბანის პარტიას 199-მანდატიან პარლამენტში 134 მანდატი აქვს.

მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, “ფიდესის” ლიდერი, 58 წლის ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად თავდაპირველად 12 წლის წინ აირჩიეს. მას შემდეგ კიდევ 2 ვადით გახდა ქვეყნის პირველი პირი.

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის მთლიანად შეცვალა საარჩევნო კამპანიის ბუნება უნგრეთში. ორბანი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მის პარტიას შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა უნგრეთში, ოპოზიცია კი მრავალგზის უსვამს ხაზს მოქმედი პრემიერის ურთიერთობას ვლადიმერ პუტინთან.

ვრცლად ამ არჩევნებზე და საკვანძო სადებატო საკითხებზე წაიკითხეთ:

უნგრეთის არჩევნები: ომი უკრაინაში, როგორც საკვანძო საკითხი

მასალების გადაბეჭდვის წესი