ახალი ამბები

მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

31 მარტი, 2022 • 1725
მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

მძიმეა 8 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც დღეს, 31 მარტს, დილის საათებში ტროტუარზე BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადეს მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში.

კლინიკის ინფორმაციით, მოზარდს მრავლობითი დაზიანებები აქვს და ამჟამად ოპერაცია უტარდება.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი