ახალი ამბები

საბურთალოზე მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა

31 მარტი, 2022 • 4533
საბურთალოზე მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა

31 მარტს თბილისში, საბურთალოზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე BMW-ის მარკის ავტომობილი ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა.

ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი,  მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, მძიმეა.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებული მრავლობითი ტრავმით გადაიყვანეს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

შსს-ში ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, დაკავებულია თუ არა მძღოლი და 276-ე მუხლის რომელი ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე კვლავ არის პოლიცია მობილიზებული.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა საინიციატივო ჯგუფმა „ჩემი ქალაქი მკლავს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი