ახალი ამბები

სიმბოლო „Z-ის“ გამოყენების კრიმინალიზაციაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს – დეკანოიძე

29 მარტი, 2022 • 1298
სიმბოლო „Z-ის“ გამოყენების კრიმინალიზაციაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს – დეკანოიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ინიციატივით გამოდის, რომ სიმბოლო „Z-ის“ გამოყენების კრიმინალიზაციაზე საქართველოს პარლამენტმაც იმსჯელოს.

ამის შესახებ დეკანოიძემ დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მოწოდებას. კულება ქვეყნებს მოუწედებს, მოახდინონ სიმბოლო „Z-ის“ გამოყენების კრიმინალიზაცია.

„ეს სიმბოლიკა ძალიან მძიმე დანაშაულს აჩვენებს, რომელსაც რუსეთი სჩადის. ეს მძიმე დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და ჰოსტომელში და ეს მძიმე დანაშაული უკრაინის ყველა მცხოვრებელს ეხება. ამიტომ ეს არის მოწოდება, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და ალბათ, მნიშვნელოვანია, ასეთი ინიციატივით შემოვიდეთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

გირჩევთ წაიკითხოთ:როგორ იქცა “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი