ახალი ამბები

კულება სახელმწიფოებს „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს

29 მარტი, 2022 • 770
კულება სახელმწიფოებს „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწედებს, მოახდინონ სიმბოლო „Z-ის“ გამოყენების კრიმინალიზაცია. ამის შესახებ კულებამ ტვიტერზე დაწერა.

„მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საჯარო მხარდაჭერის სიმბოლოსი. „Z“ ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულებებს, დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელს. ამ ბარბაროსობის საჯარო მხარდაჭერა უნდა აიკრძალოს“, — წერს კულება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

გირჩევთ წაიკითხოთ: როგორ იქცა “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი