ახალი ამბები

რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც… — ზელენსკი

28 მარტი, 2022 • 7216
რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც… — ზელენსკი

„ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც…“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე საუბრისას.

რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ წამოიწყო პუტინმა ომი უკრაინაში.

„მას მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთსგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. მთელი ისტორიაა აქ: კავკასია — კავკასიად, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები — მოლდოველები, უკრიანა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. ახლა უნდა, ეს ძალით დაიბრუნოს“, — თქვა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს აშინებს უკრაინის წარმატების მაგალითიც, იქნება ეს ეკონომიკური, ევროკავშირის მიმართულებით თუ ხელისუფლებაში ახალი ხალხის მოსვლის, რადგან მერე რუსეთშიც დაფიქრდებიან მოქალაქეები, რატომ იქ არ შეიძლება მოხდეს იგივე.

მისი თქმით, პუტინი კიდევ 50 წელი ვერ იცოცხლებს, ამიტომ საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმები დღეისთვის დასახა.

„ვფიქრობ, ეს გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, რა იქნება 10 წლის შემედეგ სახელმწიფოში, რომელსაც მეოთხედი საუკუნეა მართავს. სტრატეგია არ არის, რა იქნება ჩემ მერე, ხუთი ჩემნაირი და ხუთი თაობის მერე“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების დიდი შეცდომა ტრაგედიად იქცა ამ ორი ხალხისთვის და ძნელია საუბარი, ოდესმე გახდება თუ არა შესაძლებელი იარების მოშუშება.

„შვილებზე და შვილიშვილებზე უნდა იფიქროთ. ჩვენი თაობა უკვე ერთმანეთს არაფერს აპატიებს“, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი