ახალი ამბები

კუნძულ ზმეინიზე მყოფთა ნაწილი დაიღუპა, ტყვედ ჩავარდნილები გავცვალეთ — ზელენსკი

28 მარტი, 2022 • 3206
კუნძულ ზმეინიზე მყოფთა ნაწილი დაიღუპა, ტყვედ ჩავარდნილები გავცვალეთ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინიზე მყოფი უკრაინელი სამხედროების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა და შემდეგ გაცვალეს.

კუნძულ ზმეინის, ომის პირველივე დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის სამხედრო ხომალდი მიადგა და იქ მყოფ მესაზღვრეებს მოუწოდა, დანებებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბავდნენ.

„რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი”, – უპასუხეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის შემდეგ კუნძულზე მყოფი 13-ვე მესაზღვრე მოკლეს, შემდეგ კი ითქვა, რომ ცოცხლები არიან და ტყვედ ჩავარდნენ.

ზელენსკიმ ზმეინის საკითხზე განმარტება რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გააკეთა.

„მათი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ აიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილები გავცვალეთ რუს სამხედროებზე. რუსული მხარე გამოვიდა ამ წინადადებით და ჩვენ დაუფიქრებლად დავთანხმდით“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი