პრორუსულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობას“, რომელიც ოფიციალურად 3 თვის წინ დაფუძნდა, თითქმის ერთ თვეში 90 935 ლარი შესწირეს.
საქართველოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის თანახმად, პარტიამ ეს თანხა 16 თებერვლიდან 18 მარტამდე მიიღო.
პარტიას ამ დროში თანხა 93-მა შემომწირველმა შესწირა, რომელთა შორის ასევე არიან პარტიის რაიონული ოფისების ხელმძღვანელები.
ფოტო გარეკანზე: „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ოზურგეთში.
გირჩევთ სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან: