ახალი ამბები

ნატო-ს და აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, ბელარუსი ომში მალე ჩაერთოს – CNN

22 მარტი, 2022 • 1832
ნატო-ს და აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, ბელარუსი ომში მალე ჩაერთოს – CNN

CNN აშშ-ის და ნატოს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ  შესაძლოა, ბელარუსი „მალე“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაერთოს.

„სულ უფრო სავარაუდოა, რომ ბელარუსი კონფლიქტში ჩაერთვება“, –  თქვა ორშაბათს ნატო-ს ოფიციალურმა პირმა.

CNN -ის თანახმად, ბელარუსის ოპოზიციიდან წყარომ განაცხადა, რომ ბელარუსის სამხედრო ნაწილები მზად არიან, უახლოეს დღეებში უკრაინაში შევიდნენ.

ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნმა CNN-ს უთხრა, რომ  ბელარუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მოსკოვში უნდა იქნას მიღებული, ამ დროისთვის კი არ არსებობს რაიმე ნიშნები, რომ ბელარუსის ძალები უკრაინაში იბრძვიან.

„ეს არ არის ის, რაც [ალექსანდრ] ლუკაშენკოს სურს. საკითხავია: სურს პუტინს კიდევ ერთი არასტაბილური ქვეყანა რეგიონში? განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ შეიძლება ბელარუსი ომში ჩაერთოს, მაგრამ თქვა, რომ რუსეთი შეეცდება ნატო-ს სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რომელიც უკრაინაში შედის მისი დასავლეთი საზღვრიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი