რუსმა მომღერალმა ზემფირამ საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა სიმღერის – “არ ისროლოთ” – ახალი კლიპი. კლიპში გამოყენებულია რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეოები და რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ადამიანების კადრები.
მომღერალმა თავისი არხიდან წაშალა ყველა სხვა სიმღერა, გარდა 2008 წელს ჩაწერილი სიმღერისა, რომელიც უკრაინული როკ ჯგუფის, Okean Elzy-ის სიმღერის ქავერ ვერსიაა.
ამასთან, ზემფირამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, 24 თებერვალს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტო დადო, წარწერით “არა ომს”.