ახალი ამბები

კარგი აზრია, მაღალ კლასებში რომ აუხსნან, რა არის იარაღი – გომელაური

17 მარტი, 2022 • 955
კარგი აზრია, მაღალ კლასებში რომ აუხსნან, რა არის იარაღი – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სასწავლებლებში იარაღის გამოყენების სწავლება კარგი აზრია და “კარგი იქნება” ამ საკითხზე მუშაობა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში დეპუტატ დავით ზილფიმიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასწავლებლებში იარაღის ხმარების დანერგვას ეხებოდა.

“იარაღის თემაზე მეც გეთანხმებით, ძალიან საინტერესოა და ამაზე ადრე გვქონდა ბჭობა, რატომღაც გაჩერდა ეს თემა და ვეღარ მივყევით. მე დაგეთანხმებოდით დიდი სიამოვნებით, რომ სკოლაში, როგორც ადრე ხდებოდა… შეიძლება ეს კომუნისტების დრო იყო და ვიღაცამ თქვას, კომუნისტების დროში გვაბრუნებთო, თუმცა არ არის კომუნისტური თემა.

ჩვეულებრივ, განვითარებულ სახელმწიფოებში ეს ჩვეულებრივად ხდება: მაღალი კლასის მოსწავლეებს რომ აუხსნან, რა არის იარაღი, თუნდაც იმიტომ, რომ როცა დაინახავს თუნდაც მინას, მას ხელი არ მოჰკიდოს, რა უნდა მოიმოქმედოს, თუ დანაღმულ ველზე აღმოჩნდა. თუნდაც მარტო მაგიტომ უნდა ავუხსნათ და ვასწავლოთ. ძალიან კარგი აზრია და თუ მაგას გაითვალისწინებენ, კარგი იქნება, ამაზე თუ ვიმუშავებთ”, – თქვა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი