რუსეთის მხარემ კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩას საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა დაარბია და თანამშრომლები და მოხალისეები ტყვედ აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამზე ავრცელებს ქალაქის საკრებულო.

საკრებულოს ცნობით, გატაცებულია 6 ადამიანი.

საკრებულო უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას ტყვეების გათავისუფლებაში.

გარეკანის ფოტო: ბუჩას საკრებულოს შენობა