უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს პოზიციები უფრო რეალისტურად გამოიყურება.
მან ეს განცხადება გუშინ, ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„მოლაპარაკებებში პოზიციები უკვე უფრო რეალისტურად გამოიყურება“, – განაცხადა ზელენსკიმ, თუმცა, მისივე თქმით, ჯერ კიდევ საჭიროა დრო ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც უკრაინის ინტერესებში იქნება.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბელარუსის ტერიტორიაზე იმართება. გარდა ამისა, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრებს, დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა.