CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
ამავე გამოკითხვის თანახმად, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს.

წყარო: CRRC
ამასთან, ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას 84% ემხრობა, ხოლო ნატოში – 82%.

წყარო: CRRC
გამოკითხვის მეთოდი იყო სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. საველე სამუშაოები 7-10 მარტის შუალედში ჩატარდა და გამოიკითხა 1092 ადამიანი. ცდომილება 2.96% – ია, გამოპასუხების დონე – 24%.
ნახეთ ასევე: