ახალი ამბები

უკრაინაში დაჭრეს Fox News-ის კორესპონდენტი

15 მარტი, 2022 • 1330
უკრაინაში დაჭრეს Fox News-ის კორესპონდენტი

უკრაინაში დაჭრეს Fox News-ის კორესპონდენტი. მომხდარს ადასტურებს თავად ტელეკომპანია. 

„დღეს, ჩვენი კორესპონდენტი ბენჯამენ ჰოლი დაიჭრა მაშინ, როდესაც ის კიევთან მიმდინარე ამბებს აშუქებდა.

ამ ეტაპისთვის ჩვენ ვფლობთ ძალიან მცირე ინფორმაციას, თუმცა, ვიცით, რომ ის ჰოსპიტალიზებულია და ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს“ ,- ნათქვამია Fox New-ის განცხადებაში.

მთავარი ფოტო: Fox News


გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ირპენში  რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომლითაც საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ.

ირპენში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს – კიევის პოლიცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი