მამუკა მდინარაძე ამჯერად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან სამი თანამდებობა გამოიცვალა. 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნეს, 21 აპრილს ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭებასთან ერთად ახალად შექმნილი უწყების, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის, მინისტრად, ახლა კი  რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ნიშნავენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი სამინისტროს პირობებში დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისად, ის სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება. უწყების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი, კი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.