ირპენში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს – კიევის პოლიცია

უკრაინული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კიევის ოლქის ქალაქ ირპენში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომლითაც საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ. უკრაინული მედიის განცხადებით, სროლის შედეგად დაიღუპა აშშ-ის მოქალაქე,  ვიდეო-კორესპონდენტი ბრენტ რენო კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი კი, რომელიც მასთან ერთად გადაადგილდებოდა დაჭრილია. კიევის პოლიციამ ჟურნალისტის დოკუმენტების ფოტო გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოზე New York Times-ის პრეს-ბარათია ასახული. … ვრცლად ირპენში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს – კიევის პოლიცია