ახალი ამბები

რუსეთში ინსტაგრამს 14 მარტიდან დაბლოკავენ

12 მარტი, 2022 • 1984
რუსეთში ინსტაგრამს 14 მარტიდან დაბლოკავენ

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ინსტაგრამის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთში ინსტაგრამი 14 მარტის 00:00 საათიდან არ იქნება ხელმისაწვდომი.

მარეგულირებელი ორგანო აცხადებს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს 14 მარტამდე ექნებათ დრო თავიანთი კონტენტის სხვა პლატფორმებზე გადასატანად.

გარდა ამისა, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 11 მარტს მიმართა სასამართლოს, რათა კომპანია „მეტა“, რომელიც ფლობს ინსტაგრამს, ფეისბუკსა და ვოთსაპს, რუსეთში აღიარონ ექსტრემისტულ ორგანიზაციად.

აღნიშნულს წინ უძღოდა „მეტას“ გადაწყვეტილება მოდერაციის წესების შეცვლის შესახებ. კერძოდ, კომპანიამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს რამდენიმე ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენების ნება დართო რუსი ჯარისკაცებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ასევე ბელორუსის პრეზიდენტის მიმართ. კომპანია არ წაშლის მათ მიმართ სიძულვილის შემცველ კონტენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი