ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსეთის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციას გეგმავენ

9 მარტი, 2022 •
სოხუმში რუსეთის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციას გეგმავენ

სოხუმის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, სოხუმში გაიმართება, “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფის, ასევე უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით,  რუსეთის ფედერაციის მოქმედებების მხარდამჭერი აქცია”.

აფხაზური მედიის ცნობით, აქცია 11 მარტს სოხუმის “დინამოს” სტადიონზე გაიმართება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, დღეს, 9 მარტს, აფხაზეთში გაიმართა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერი ავტომსვლელობა, რომელშიც მონაწილეობა 400-მა ავტომობილმა მიიღო.

“ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დასაცავად სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილების” მხარდამჭერი აქცია ცხინვალში უკვე გაიმართა 2 მარტს. აქციის ორგანიზატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია “ედინაია ოსეტია” იყო.

“ჩვენი ფიქრები პუტინთანაა” – რუსეთის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი