ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი ფიქრები პუტინთანაა” – რუსეთის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში

3 მარტი, 2022 •
“ჩვენი ფიქრები პუტინთანაა” – რუსეთის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში

2 მარტს ცხინვალში გამართეს “ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დასაცავად სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილების” მხარდამჭერი აქცია. აქციის ორგანიზატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია “ედინაია ოსეტია” იყო.

როგორც ოსური საინფორმაციო სააგენტო “რესი” წერს,  აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი იდგა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს, რადგან ჩვენ თავად გამოვიარეთ ნაციონალიზმისა და ფაშიზმის ტრაგედია. ჩვენ რუსეთის გვერდით ვართ, დონბასის ხალხის გვერდით. ჩვენი ფიქრები და ძალები ახლა პუტინთან და დონბასთანაა”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აქცაზე გამოსვლის დროს.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხშირად აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სწრაფვაა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.

ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში პუტინის მხარდამჭერ აქციაზე; ფოტო: cominf.org, 2022, 2 მარტი

ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში პუტინის მხარდამჭერ აქციაზე; ფოტო: cominf.org, 2022, 2 მარტი

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი