ახალი ამბები

უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად 66 224 უკრაინელი დაბრუნდა – რეზნიკოვი

5 მარტი, 2022 • 1517
უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად 66 224 უკრაინელი დაბრუნდა – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად 66 224 უკრაინელი დაბრუნდა.

„66224. აი რამდენი კაცი დაბრუნდა ამ დროისთვის  უცხოეთიდან, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა. უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ!“- წერს რეზნიკოვი ტვიტერზე.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის რესურსები იწურება და შემდეგ ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება.

მისი თქმით, შეტევის ნელი ტემპისა და უკრაინელების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რუსეთი ტაქტიკას ცვლის.

როგორც რეზნიკოვი ამბობს, დღეს უკრაინის ცა ყველაზე დაუცველია და აგრესორი სრულყოფილად და აქტიურად იყენებს თავის საჰაერო და სარაკეტო პოტენციალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი